ინფო  მოკლედ როგორც იცით მსოფლიო კინო ბაზარზე გამოვიდა ახალი ფილმი Twilight / ბინდი , რომლის ეკრანიზაციაც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით ?! რომლის ავტორიც არის Stephenie Meyer . ეს რომანი ერთობ პოპულარული და მაღალტირაჟიანი ბესტსელერია, პირველი გამოცემა დაიბეჭდა აშშ -ში 100 000 ეგზემპლარად და რეკორდი მოხსნა პირველ კვირაში გაყიდვებით. საქართველოშიც იგეგმება რომანის თარგმნა და უახლოეს მომავალში წიგნის ბაზარზე გამოტანა. რომანს რაც შეეხება , წიგნი ვამპირების შესახებაა. საგა შედგება ოთხი ნაწილისგან: Twilight, New Moon, Eclipse, Breaking Dawn ( ბინდი, ახალი მთვარე, დაბნელება და განთიადი). ასევე მოიპოვება საგის მეხუთე - დაუსრულებელი ნაწილი (Midnight Sun - შუაღამის მზე) , რომელიც ოფიციალურად გამოსვლამდე ინტერნეტში დაიდო, რაზეც საგის ავტორი - სტეფანი მეიერი გაბრაზდა და წერა შეწყვიტა, იმედი მაქვს მალე გააგრძელებს წერას. Twilight პირველი წიგნი სერიიდან ბინდიგამოიცა 2005 წელს მისი პირველი ტირაჟი გაიყიდა 100.000 ასლის სახით (შტატებში). რომანი იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ ფენტეზის ჟანრის ბესტსელერად. წიგნი მოგვითხრობს, 17 წლის იზაბელა, "ბელა" სვონის შესახებ, რომელიც სულ ახლახან ფენიქსიდან გადმოვიდა ფორქსში საცხოვრებლად და რომლის სიცოცხლე საფრთხეში იქნება მას შემდეგ რაც მას შეუყვარდება ვამპირი, ედვარდ კულენი. New moon წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც გამოვიდა 2006 წელს და განსხვავებით პირველი ნაწილისგან, აქ უკვე მოთხრობილია ნამდვილი სიყვარულის დაკარგვის შესახებ.... Eclipse,წიგნის მესამე ნაწილი, კვლავ მოგვითხრობს ბელას და ედვარდის სიყვარულის შესახებ, ეს არის სიქველი Newmoon-ის... Breaking Dawn წიგნის მეოთხე ნაწილი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 2 აგვისტოს. აგრეთვე ფილმის გადაღებაც გაგრძელდება 5 სერიად. სტეფანი მაიერის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.stepheniemeyer.com/ ბინდი - საგის ოფიციალური ვებ-გვერდი:http://www.thetwilightsaga.com/
|