სტეფანი მეიერი ამერიკელი მწერალი, სტეფანი მეიერი, რომელიც ცნობილია ვამპირული რომანსით „ბინდი“, დაიბადა 1973 წლის 24 ოქტომბერს. როგორც იცით, ბინდის ნოველებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და და უამრავი ლიტერატურული ჯილდო მიიღო, მსოფლიოში გაიყიდა ბინდის 70 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და ითარგმნა 37 ენაზე მთელი დედამიწის გარშემო. შემდეგ ლიტერატურული ნაწარმოები გადააკეთეს და მისი ეკრანიზება მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლის 21 ნოემბერს, მეიერი ასევე არის ავტორი ნოველისა „მეპატრონე“. 2008 წელს სტეფანი მეიერს ამერიკაში „იუეს თუდეის“ წლის მწერლის სახელი მიენიჭა. ის წლის ბესტსელერის ავტორად მიიჩნიეს. 29 მილიონზე მეტი წიგნი მხოლოდ 2008 წელს გაიყიდა, ამავე დროს მეიერი 49 ადგილს იკავებს ჟურნალ ტაიმსის-ს 100 კაციან სიაში ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.. სტეფანი მეიერი დაიბადა კონექტიკუტის შტატში, მორგანების ოჯახში. გაიზარდა არიზონას შტატში, ფოენისქში 5 დედმამიშვილთან ერთად. სკოლა დაამთავრა იმავე შტატში, ხოლო უნივერსიტეტი იუტის შტატში სადაც მან ინგლისურის ბაკლავრის დიპლომი აიღო 1997 წელს, მან თავისი მეუღლე კრისტიანი, ზედმეტსახელად პანჩო, გაიცნო როცა იგი არიზონაში იზრდებოდა და დაქორწინდა მასზე 1994 წელს, როცა ორივე 21 წლის გახლდათ, ამჟამად ჰყავთ სამი შვილი და არიზონაშ ცხოვრობენ. სტეფანის მეუღლე გახლავთ ყოფილი გამომცემელი. სტეფანის მანამდე პატარა ნოველაც კი არ ჰქონდა დაწერილი, და იურიდიულზე სწავლის გაგრძელებას აპირებდ,ა რადგან მიაჩნდა რომ მწერალი ვერ გახდებოდა, მოგვიანებით კი შენიშნა, რომ მისი უფროსი ვაჟიშვილის დაბადებამ აზრი შეაცვლევინა. იგი ამბობს, როგორც კი ის შემეძინა მინდოდა უბრალოდ დედა ვყოფილიყავი, და სანამ ავტორი გავხდებოდი, ჩემი ერთადერთი პროფესიული სამსახური იყო მიმღები ქონების კომპანიაში. მწერალი ამბობს, რომ ბინდის იდეა დაებადა 2003 წელს, როდესაც სიზმარი იხილა ერთ გოგონასა და ვამპირზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ და მისი სისხლი სწყუროდა. სიზმარზე დაყრდონობით მან დაწერა ტრანსკრიპტი, რომელიც მე13 ე თავშია ასახული, და მან თავისი სიზმარი ნოველაში გადაიტანა 3 თვეში, მაგრამ ის ამბობს, რომ არ აპირებდა მის გამოქვეყნებას, და თავისი სიამოვნებისთვის წერდა, მაგრამ მისმა დამ ენთუზიაზმით აავსო და აიძულა მეიერი ხელნაწერი ლიტერატურულ სააგენტოებში გაეგზავნა, 15 გაგზავნილი წერილიდან 5-ზე გამოხმაურებაც არ მოსულა, 9 უარყვეს, და ბოლოს დადებითი გამოხმაურება ჯოდი რიმერისგან მწერალთა სახლიდან იიღო, 8 გამომცემლობამ იმუშავა გამოქვეყნების უფლებებისათვის 2003 წლის აუქციონზე, ნოემბერში კი მეიერმა ხელი მოაწერა 750, 00 მილიონ დოლარად სამ წიგნიან შეთანხმებას პატარა, ბრაუნები და კომპანიასთან Little, Brown and Company. ბინდი გამოიცა 2005 წელს, 750 000 ტირაჟით, გამოშვებიდან ერთ თვეში იგი ნიუ იორკ თაიმსის ნომერ მეხუთე ბესტსელერი გახდა და მოგვიანებით პირველი ადგილიც დაიკავა, და 26 ქვეყანაში გაიყიდა ნოველები, ამან მეიერის ცხოვრება დრამატიულად შეცვალა 2003 წლის 2 ივნისს, და ასე 3 შვილის დედამ და დიასახლისმა სიზმრიდან გაღვიძებულმა ნამდვილ გმირებად აქცია ისინი, რომლებიც თავიდან ვერაფრით მოეშორებინა. „იმის მიუხედავად, რომ უამრავი რამ მქონდა გასაკეთებელი, ვიწექი საწოლში და ვფიქრობდი ჩემს სიზმარზე, უნებურად, ავდექი და ყველაფერი რაც შემეძლო გადავიტანე კომპიუტერზე, რაც არ მქონდა ამდენი ხანია გაკეთებული,“-ამბობს მწერალი. „ახალი მთვარე“ გამოქვეყნდა 2006-ში და 25 კვირაში ნიუ-იორკის ბესტსელერთა სიასი პირველი ადგილი დაიკავა. 2007-ში კი „დაბნელება“ გამოვიდა და ბინდის საგა მსოფლიო ფენომენის ადგილი დაიკავა. 2008 წლის 2 აგვისტოს „განთიადი“ გამოვიდა, და კვლავ გამოეცხადა ამით სტეფანი მეიერი ამერიკას.